დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ და მისმა მეუღლემ წუთიერი დუმილით, ლონდონში „გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბუკინგემის სასახლის აივნიდან სამეფო ოჯახის წევრები სამხედრო აღლუმს დაესწრნენ. დედოფალმა გრენფელ თაუერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებიც მოინახულა და მათ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ლონდონში, კენსინგტონის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 30 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელი გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა, რადგან ამ დრომდე 70-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.