ელისაშვილის ეს მემორანდუმი არათუ წინა ვარიანტზე უარესია, არამედ არსებულ მდგომარეობაზეც. გამოვიდა, რომ ეს მემორანდუმი ან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო შეაჩეჩეს, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მეტი კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „მოქალაქეების“ ლიდერების პარლამენტში შესვლაზე და „ქართულ ოცნებასთან“ მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის „გასაპრავებლად“ მთელი ოპოზიციისათვის ნაგვისა და ტალახის სროლა მიუღებელია.