ფარული კადრების გავრცელებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა "სამოქალაქო მოძრაობაშიც". ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ როგორც პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას მიმართ ის კეთილგანწყობილი არაა, თუმცა ამ ფონზე მისთვისაც აღმაშფოთებელია ის ფატქი, რაც პარლამენტარის წინააღმდეგ განხორციელდა. მისივე თქმით, მასაც სთავაზობდნენ, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ "ათასი სიბინძურე" გამოეყენებინა.