20:29
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ელისაბედ მეორე: ჩვენ ამ დაავადებას ერთად ვებრძვით და თუკი ერთიანი და უდრეკი ვიქნებით, ამას გადავლახავთ
06-04-2020

ჩვენ წარმატებას მივაღწევთ და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება, კარგი დღეები დაბრუნდება, ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ოჯახებთან ერთად, ჩვენ კვლავ შევხვდებით,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართა.

დედოფალმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს და განაცხადა, რომ მათი მუშაობის ყოველი საათი ნორმალურ რეჟიმთან აახლოვებს ქვეყანას. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირება მტკვივნეულია, ყველაზე სწორი საქციელი შინ დარჩენაა.

„ჩვენ ამ დაავადებას ერთად ვებრძვით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი ერთიანი და უდრეკი ვიქნებით, ჩვენ ამას გადავლახავთ,“- დასძინა მან. დედოფალმა ყურადღება თვითდისციპლინის აუცილებლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ყველა იამაყებს იმით, თუ როგორ უპასუხეს ამ გამოწვევას.

აღსანიშნავია, რომ ეს 93 წლის მონარქის მეხუთე საგანგებო მიმართვა იყო 68 წლიანი მეფობის მანძილზე.

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ფუზულის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინგლისის 2.7 მილიონი მოქალაქე D ვიტამინ-ს უფასოდ მიიღებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გია ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი თემა არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი სპეკულაციაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები