ბუკინგემის სასახლე, ელისაბედ II-ს სოციალური ქსელების სამართავად ახალ თანამშრომელს ეძებს - ინფორმაცია ამის შესახებ დედოფლის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. სამსახური დედოფლის "ტვიტერის", "იუთუბის" და "ფეისბუქის" გვერდების მართვას ითვალისწინებს. ახალ კადრს დედოფლისა და სამეფო ოჯახის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაევალება.