თბილისის მერიამ დედაქალაქში რამდენიმე ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესწავლის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, საუბარია, ვარკეთილის მე-3 მასივის, ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისა და ორთაჭალის ბაღების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი მილიონ 300 ათასი ლარია.