ელიავას ბაზრობაზე, დამწვარ სავაჭრო ობიექტზე, მაღაზიების მფლობელები სასაქონლო ექსპერტებს ელოდებიან.როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელებმა განუცხადეს, სასაქონლო ექსპერტებმა უნდა მოახდინონ გადარჩენილი და დამწვარი საქონლის აღწერა. მაღაზიების მფლობელების ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს საგამოძიებო უწყებაში სავაჭრო ცენტრში დასაქმებული პირების დაკითხვა. ამასთან, ელიავას ბაზრობაზე სავაჭრო ცენტრის დასუფთავებას შეძლებისდაგვარად მაღაზიების მფლობელები და მოვაჭრეები საკუთარი ძალებით ახორციელებენ.