მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ”მიცუბიშის” მარკის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.