ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანები დაიწვა. როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 4 მანქანას გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.