„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო.
ხოშტარიას გეგმის მიხედვით, თბილისი 10 რაიონად უნდა დაიყოს, რომელთა გამგებლებს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს.
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში “ევროპული საქართველოს” კანდიდი ასევე აშშ-ს ელჩის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკურ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, მმართველმა გუნდმა “სერიოზულ გაფრთხილებად” უნდა მიიღოს.