პარტია „დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია - „სვიტანოკის" თავმჯდომარესა და ამავე ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა, რომელიც 8 მაისს პარლამენტის წინ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილილ აქციას ეხებოდა. პარტიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ 8 მაისი არის დღე, როდესაც მთელი მსოფლიო 77 წლის განმავლობაში ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობდა. წელს კი მსოფლიო ე.წ.-ლ რაშიზმს ამარცხებს. მასში მონაწილეობას კი ქართველი გმირებიც იღებენ.