დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მან და აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათიეს. მისი თქმით, პროტესტი სამომავლოდაც გაგრძელდება.