"თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება ზომები არ იყოს აქამდე მიღებული",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სპეცოპერაციასთან და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ელენე ხოშტარიას თქმით, ეს კომისია უნდა შეიქმნას.