ხორავას ქუჩაზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კომისიამ მუშაობისას 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა. მან ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ და აღნიშნა, რომ კალანდიას დაკავება და ჯგუფურ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. მან დაასახელა რამდენიმე პირიც, რომელთაც მისი თქმით, საქმის გამრუდებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.