"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის დანიშვნას სთავაზობს, სადაც პრეზიდენტის არჩევითობის და საარჩევნო სისტემის საკითხი გადაწყდება. როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.მისი თქმით, არსებობს მოკლე დროში შეგროვებული 154 000 ხელმოწერა, სადაც ადამიანები ითხოვენ, რომ მათ ჰკითხონ ქვეყნის მოწყობის საკითხი.