ელენე ხოშტარია - გუგუტიანთკარში დღეს მთელი მთავრობა უნდა იდგეს - Palitra News

ელენე ხოშტარია - გუგუტიანთკარში დღეს მთელი მთავრობა უნდა იდგეს

2019-08-15 17:13:36+04:00

სოფელ გუგუტიანთ კარში ვითარების გასაცნობად "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ჩავიდნენ. დეპუტატმა ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დამატებითად ამომტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს.

ხოშტარია სიტუაციას კატასტროფულს უწოდებს, მთავრობას კი უმოქმედობაში სდებს ბრალს. ამ საკითხზე კომენტარები სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც გაკეთდა.