"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა. როგორც ელენე ხოშტარიამ შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა მაშინ როდესაც საფრთხის ქვეშ არის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა მას სურს ციხის საავადმყოფოში მოინახულოს და უბრალოდ აღვუთქვას გაჭირვებაში მყოფ ადამიანს გვერდში დგომა. დეპუტატის თქმით დღეს მამალაძე შანტაჟის მსხვერპლია. ამასთან დეპუტატმა კიდევ ერთხელ შეაფასა საპატრიარქოს პოზიცია. "ჩემი საქმე არ არის საპატრიარქო როგორ მოქმედებს მაგრამ ეს ადამიანურადაც არ არის გამართლებული" - აღნიშბა ხოშტარიამ.