''დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია , ოპოზიციის სხვა წევრები და მმართველი გუნდის წევრები ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას დღესაც ეხმაურებიან. ხოშტარია არნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მისი თქმით აღნიშნულში საქართველოს მხრიდან ჩართულია „ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა“.