"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისის ზღვის მიმდებარედ სასტუმრო "ქართლში" აფხაზეთიდან დევნილ 78 წლის ნუნუ ციმინტიას ესტუმრა და მისი პრობლემები პირადად მოისმინა. შენობა, სადაც ასაკოვანი ქალბატონი უკვე წლებია ცხოვრობს, ავარიულია, რის გამოც აფხაზეთიდან დევნილი ციმინტია ალტერნატიულ ფართს ითხოვს. 78 წლის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უკვე ორ წელზე მეტია სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.