ტოქსიკური გარემოსა და თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გაჟღერების შემდეგ, ელენ დეჯენერესი საკუთარ შოუს ასრულებს. გადაწყვეტილების შესახებ კომიკოსმა და ტელეწამყვანმა The Hollywood Reporter-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. "ახალი გამოწვევები მჭირდება", — განაცხადა ელენმა.შოუ ოფიციალურად 2022 წელს დასრულდება, რაც ნიშნავს, რომ The Ellen Show 19-წლიანი არსებობის შემდეგ დაიხურება.შოუ თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი სპინოფის შთაგონება გახდა. ბევრისთვის ელენის გადაწყვეტილება გასაოცარი არ ყოფილა, განსაკუთრებით მისი შოუს თანამშრომლების შესახებ ტოქსიკურ სამუშაო გარემოსა და სექსუალურ შევიწროებაზე გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ. გარდა ამისა, დეჯენერესის კონტრაქტი 2022 წელს იწურება. თავდაპირველად, შოუს დასრულების შესახებ მითქმა-მოთქმა 2019 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ ელენმა კონტრაქტი კიდევ 3 წლით განაახლა.