მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავების სიას, რომლებსაც სილამაზის და სახის კანის მოვლის ხაზი აქვთ, ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესიც შეუერთდა. დეჯენერესის თქმით, კანის მოვლის ბრენდზე უკვე 3 წელია მუშაობს. ცნობილია, რომ ელენის ახალი ბრენდი მეტწილად ანტი ასაკობრივ ხაზს მოიცავს. ბრენდს Kind Science ერქმევა და ის გაყიდვაში 26 ოქტომბერს გამოვა.