ელექტროშოკის აპარატით ან ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზჭერაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ „მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია“ აღნიშნული.კერძოდ, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქმედება, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას (დანაშაულს) წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. ეს კი ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და გამკაცრებას საჭიროებს.შესაბამისად, როგორც სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირდება.