2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 17 739 დარღვევა და სავარაუდო დარღვევა გამოავლინა. ხოლო აპრილი-ივნისსა და სექტემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 5346 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა.
უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად მანდატურებმა სკოლებში ამოიღეს 19 ბლაგვი საგანი, 637 თამბაქოს ნაწარმი სანთებელა და ასანთი; 42 ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება, 18 საახალწლო ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება; 1 ელექტროშოკი; 1 პნევმატური იარაღი; 29 ბასრი საგანი და 17 სხვა აკრძალული ნივთი.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ყველაზე ხშირად ჩატარდა თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში, რადგან, როგორც სამსახურში აცხადებენ, მანდატურის სამსახური აღნიშნულ რეგიონებში რაოდენობრივად ყველაზე მეტ საჯარო სკოლას ემსახურება.
რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური დარღვევის ტიპებს, დაფიქსირდა სხეულის დაზიანების 37 შემთხვევა, გაკვეთილის ჩაშლის 4541 ფაქტი აკრძალული ნივთების ამოღების 1228 შემთხვევა.