პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ, რამდენიმე წუთით შეწყდა. მიზეზი საკომიტეტო დარბაზში ელექტროსადენების მკვეთრი სუნი იყო. დეპუტატებმა ფანჯრები გააღეს. კომიტეტის სხდომა უკვე განახლდა.