Echowaves-ის მუსიკალური ფესტივალის 2019 წლის შემსრულებელთა სია უკვე ცნობილია. წელს ფესტივალზე უნდა ველოდოთ ისეთ არტისტებს, როგორიცაა ნინა კრავიცი, ბენ ქლოკი, "რედ ექსიზი“ და სხვები. შემსრულებელთა დამტკიცებულ სიას სავარაუდოდ სხვა არტისტებიც დაემატებიან, ორგანიზატორები ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში არიან. გასულ წელს ანაკლიაში ფესტივალმა 150-მდე დიჯეის და 10000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი წელსაც აქტიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ ფესტივალმა რაც შეიძლება, მეტი ქართველი და უცხოელი სტუმარი მოიზიდოს.