04:44
6 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის კომიტეტზე განხილვა გადაიდო
13-07-2020

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სხდომაზე აღარ განიხილება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონუი კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, კაკულიას თქმით, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსი მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

AutoPlay
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს, თუკი კორონავირუსის ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია არ შემცირდება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას ლიბანში აფეთქების გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 139 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები