CNBC-ს ცნობით, ავტომწარმოებლები სულ უფრო ზრდიან ელექტრომობილების წარმოებას, რამაც უახლოეს წლებში შეიძლება იმ მეტალის დეფიციტი გამოიწვიოს, რომელიც აკუმულატორების წარმოებისთვის გამოიყენება. საკონსულტაციო კვლევითი კომპანია Wood Mackenzie აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დეფიციტი შეიქმნება ლითიუმის, კობალტისა და ქრომის მიწოდებაში.
ცნობისთვის, 2018 წელს ელექტრომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და ეს ტრენდი მიმდინარე წელსაც მზარდია. ორგანიზაციის პროგნოზით, უკვე 2025 წლისთვის მსოფლიო ავტოწარმოების 7% ელექტრომობილებზე მოვა, 2040 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზრდება.