2018 წლის დეკემბერში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 17 ათას 61 კილოვატი შეადგინა, რაც ნოემბერთან შედარებით, 145 კილოვატით მეტია. წლის დასაწყისში ანუ 2018 წლის იანვარში კი ეს მონაცემი მხოლოდ 9 ათას 144 კილოვატი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-space ავრცელებს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ამონტაჟებს.ჯამში, გასული წლის მე-4 კვარტალში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 52 ათას 489 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 6 ათას 529 ტრანზაქცია შეადგინა.
ელექტრომობილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზრდა სავარაუდოდ, მათი რაოდენობის ზრდას უკავშირდება. კომპანია E-space-ის გენერალური დირექტორის თქმით, თუ რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში თვეში საშუალოდ 10 ელექტრომობილი შემოდიოდა, 2018 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 50-დან -70-მდე გაიზარდა.