ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ინიციტივა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და ეკო-პოლიტიკის კომისიამ უკვე დაამტკიცა. როგორც ფრაქცია "დედაქალაქი" იუწყება, ელექტრომობილების წახალისების ინიციატივას კომპანია "სითი პარკმა" მხარი არ დაუჭირა, ამის მიუხედავად, საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე მაინც გავა.