ბენზინზე ფასის მკვეთრმა ზრდამ მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზარდა. მყიდველები ელემენტებიან ავტომობილებზე არჩევანს გაძვირებული საწვავის კომპენსირებით ხსნიან. თუმცა სიტუაცია იქაც არასახარბიელოა და ერთ ადგილზე არ დგას.
მაკომპლექტებლების გაძვირებისა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების გამო ელექტრომობილების მწარმოებლები იძულებული არიან საკუთარი პროდუქცია გააძვირონ. ექსპერტები კი ზრდის ტენდენციას 2026 წლამდე პროგნოზირებენ.
ბოლო წლებში ელექრო ტრანსპორტის განვითარების ტემპის შესაბამისად მათი თვითღირებულების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ერთ კვტ-საათზე 128 დოლარი შეადგინა. თუმცა ავტომწარმოებლების ნაწილის პროგნოზით, 2026 წელს ეს ფასი 138 დოლარამდე გაიზრდება. მათივე ვარაუდით, მომდევნო წლებში მსოფლიო ბაზარზე აკუმულატორების დეფიციტი დაფიქსირდება.