ბოლო 6 წლის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გამომუშავების ზრდას აჭარბებს. ამის შესახებ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. მათი ცნობით, მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185%-ით მაღალი იყო. ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი ჰიდროსადგურების, თბოსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 4 ათას მეგავატს შეადგენს.