ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროსიგარეტის კვამლი დნმ-ს აზიანებს, რამაც შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს. ბიოლოგებმა ელექტროსიგარეტის კვამლის გავლენა თაგვებზე შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ კვამლი აზიანებს გენეტიკურ მასალას შარდის ბუშტში, ფილტვებისა და გულის უჯრედებში.მკვლევარების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსიგარეტის კვამლში თამბაქოს კვამლთან შედარებით ნაკლები კარცეროგენია, ონკოლოგიური დაავადებების რისკი ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლებში უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში.