18:05
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
”ელ ცენტროში” მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა
31-05-2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მაოდგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. მიხეილ ჩოხელის გადაწყვეტილების მიზეზი კაფე ”ელ ცენტროში” ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

”საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ “ელ ცენტროში” განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ საქმეზე გამოკითხული ვარ მოწმის სახით. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეები ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგაჟირებული პირების მხრიდან სუბიექტური და დაუსაბუთებელი განცხადებების, მათ შორის პირადად ჩემ წინააღმდეგ. მე არაერთი წელია რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მივაწოდე სამართალდამცავებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მოკლე დროში დასრულდება გამოძიება და წერტილი დაესმება ფაქტის ირგვლივ არსებულ სპეკულაციებს”, - ნათქვამია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

AutoPlay
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებას ითხოვს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები