ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ინდოეთში ცნობლი თაჯ-მაჰალის ტაძარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
BBC-ის ცნობით, არსებობის მანძლიზე ტაძარი ყველაზე ხანგრძლივად იყო დაკეტილი. ამჟამად თაჯ-მაჰალში დღეში 5 000-მდე ვიზიტორი დაიშვება. პანდემიამდე, მსოფლიოს ეს უდიდესი ღირსშესანიშნაობა დღეში საშუალოდ 70 000 ადამიანს მასპინძლობდა. ტაძრის ტერიტორიაზე სპეციალური ჯანდაცვითი რეგულაციები იმოქმედებს - სავალდებულოა თერმოსკრინინგი, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც. ტაძრის ტერიტორიაზე დაშვებულია სელფების გადაღება, თუმცა ჯგუფური ფოტოების გადაღება აკრძალულია.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო თაჯ-მაჰალი მარტში დაიხურა. ტაძრის გახსნას ხელისუფლება ივლისში აპირებდა, თუმცა ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო გადაიფიქრა.