ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთში კინოთეატრები იხსნება.
კორონავირუსის დაბალი გავრცელების ადგილებში კინოთეატრების გახსნა, გარკვეული შეზღუდვებით, 20 ივლისიდან არის ნებადართული. ბილეთების შეძენა ონლაინ შეიძლება და დარბაზები სრული მოცულობის მხოლოდ 30%-ით უნდა დაიტვირთონ, რადგან მაყურებლებს ერთმანეთისგან განცალკევებით მოუწევთ ადგილების დაკავება. გარდა ამისა, კინოთეატრებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, ტემპერატურის გაზომვა და ხელების დეზინფექცია.
ცნობისათვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში კინოთეატრები 23 იანვრიდან დაიხურა.