კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულდა, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ხორციელდებოდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე "ვისოლი", "ლუკოილი", სოკარი, "რომპეტროლი" და "გალფი", კონკურენციის კანონის დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. კომპანიებმა სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა.თუმცა, კონკურენციის სააგენტოს ცნობით, როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში ამ ხუთივე კომპანიის მიერ კონკურენციის კანონის რამდენიმე პუნქტის დარღვევის ფაქტი დადგინდა. რის გამოც კომპანიებს კიდევ სამ მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.