კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ეკვადორში პროფკავშირებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.
BBC-ის ინფორმაციით აქციაში მონაწილეობას 2 000-ზე მეტი ადამაინი იღებდა, რომელთა უმეტესობაც პირბადეებს ატარებდა. მოსახლეობის გაღიზიანება ეკვადორის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოწვია, რომელმაც ვირუსის გავრცელების გამო კომპანიების დახურვისა და საჯარო სამსახურში დასამებულებისათვის ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეები შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნასა და ანაზღაურების აღდგენას მოითხოვდნენ.
ბოლო მონაცემებით, ეკვადორში კორონავირუსის 37 355 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 3 203 ადამიანი ემსხვერპლა.