ეკვადორში ჯულიან ასანჟთან დაახლოებული პირი დააკავეს, მაშინ როდესაც იგი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მარია პაულა რომოს თქმით, იგი არ ასახელებს დაკავებულის ვინაობას, მაგრამ ამბობს, რომ იგი დააკავეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც "ესოშიეტედ პრესს" სამთავრობო წყარომ განუცხადა, დაკავებულია ოლა ბინი, რომელიც შვედი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერია. დაკავებული ეკვადორში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვბრობდა, თუმცა, ხშირად სტუმრობდა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს, სადაც ჯულიან ასანჟი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი გუშინ ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს.