ეკვადორში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ქვეყნის კრიზისების მართვის დეპარტამენტის ცნობით, მიწისძვრის შედეგად ხუთმა ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ასევე დაზიანდა რამდენიმე შენობა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პორტოვეხოდან 88 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით მომხდარის შემდეგ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.