02:29
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ექსპორტზე გატანის მიზნით, მთავრობა ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს - იდეას მხარს ივანიშვილი უჭერს
11-09-2018

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

სააგენტოს ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს.

ამავე პაკეტის ფარგლებში განიხილება შეზღუდვების შემოღება მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთავრობა მარიხუანას მოხმარების აკრძალვას გეგმავს. აკრძალვა ასევე გავრცელება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ ახლო მომავალში გავა.

AutoPlay
ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
სუს-ის უფროსი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ზალკალიანმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოკუპანტებმა ნიქოზში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაანთავისუფლეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ტოტო
12-09-2018
სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა,რომ მარიხუანის მოსაყვანად არის საჭირო აგრონომიული ცოდნა.ე.ი. აგრარულ უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურში(აგრარულ ფაკულტეტზე) ალბათ უნდა გაიხსნას ბაკალავრიატი ,შემდეგ მაგისტრატურაც და დოქტორანტურაც მარიხუანას მოყვანასთან დაკავშირებით.დეკანად დავნიშნოთ, ჯაფარიძე,დეგუსტატორად და ხარისხის განმსაზღვრელად მეგრელიშვილი(გირჩი).
nina
12-09-2018
ამას თუ როდესმე ვიტყოდი, არ მეგონა. მიშა, დაბრუნდი!
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები