2019 წელს თხილის ექსპორტი 10.6%-ით გაიზარდა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 67 მილიონი ამერიკული დოლარის თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ამასთან, მთავრობის ცნობით, 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 834 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.