ქართული ჩურჩხელა შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტმა განაცხადა. მის ამ პოზიციას ცალსახად იზიარებენ პროდუქტის მწარმოებლები და აცხადებენ, რომ მოთხოვნა მსოფლიოდან მზარდია.კომპანია ,,ნუგბარის“ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ქართულ ჩურჩხელაზე მოთხოვნა ყოველწლიურად ორმაგდება.
მისივე თქმით, პროდუქცია ექსპორტზე უკვე 16 ქვეყანაში გააქვთ და ექსპორტი ყოველწლიურად ორმაგდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის დროს საქართველოში მოთხოვნა და რეალიზაცია თითქმის 80%-ით შემცირდა.