ექსპერტიზის დასკვნით, გორში მოკლულ 9 წლის ნანუკა ბერიაშვილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, მავთულზე კი იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა. აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა. დაცვის მხარის ინფორმაციით, ასევე მიიღეს დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანუკა ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბილოგიური მასალაც ამოვიდა, რითიც, ადვოკატის განმარტებით, დადგინდა, რომ მას 9 წლის ბავშვთან შემხებლობა ჰქონდა. ადვოკატებმა ასევე მიიღეს ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია.