ექსპერტიზის დასკვნით, დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია. თუმცა სარეაბილიტაციაო სამუშაოებს საჭიროებს. საბურთალოს რაიონის გამგებლის გაიოზ ვასაძის თქმით ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან 55 ოჯახს ბინის ქირის კომპენსაცია ერიცხება. მისივე ინფორმაციით მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია მზად არის, დასკვნის მიღებისთანავე დაიწყოს სამუშაოები. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 იანვარსმოხდა. შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.