შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, საქმეში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული და ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ გამოჩნდება, რა მიმართულებით უნდა წავიდეს გამოძიება. ამასთან, მინისტრი ირწმუნება, რომ უწყება მაქსიმალურად გახსნილია ადვოკატებთან.
გომელაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე.