თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტი, ვახტანგ ჟორჟოლიანი გამოკითხეს. როგორც მან განაცხადა, ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.დღევანდელ პროცესზე სულ 3 მოწმე გამოიკითხა.20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.