06:58
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ექსპერტების ვარაუდით, 2020 წელს ბაზარზე 4 ახალი iPhone გამოჩნდება
12-07-2019

2020 წლის შემოდგომაზე კომპანია Apple ბაზარზე  4 ახალ iPhone-ს გაიტანს, მათ შორის, იქნება ეკონომ-კლასის მოდელიც. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ბანკ J.P. Morgan Chase-ის პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება. ბანკის დოკუმენტში ნავარაუდევია, რომ Apple ამ დროისთვის ბაზარზე გაიტანს სულ ცოტა ორ სმარტფონს ხელოვნური და ვირტუალური ინტელექტის ფუნქციით (AR/VR) და მაღალმგრძნობელობითი სენსორებით. ასევე საუბარია მაღალსიჩქარიან 5G მოდელებზე მაღალი გარჩევადობის OLED დისპლეებით.  ბანკი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ე.წ. ეკონომ-კლასის სმარტფონიც გაიტანოს, თუმცა ეს ვარიანტი OLED და 5G ფუნქციების გარეშე გამოვა.

ამასთან, ბანკის პროგნოზით კომპანიის აქციებზე ფასი 2020 წელს 233-დან 239 დოლარამდე გაიზრდება. გაყიდვების მოცულობა კი 195 მილიონ სმარტფონს მიაღწევს, რაც წელს პროგნოზირებულ 180 მილიონზე მეტია.

AutoPlay
GWP-იმ ისნის პანდუსთან, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
განათლების სამინისტრო კომპანიებს კადრების გადამზადებისთვის გაღებულ ხარჯებს უფინანსებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
რა დაჯდება აეროპორტიდან ტაქსით გადაადგილება - ტაქსის მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება „ბენე ექსკლუზივს“ მიენიჭა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
"შიმშილობის მსოფლიო ინდექსში" საქართველო 39-ე ადგილზეა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები