უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკური ექსპერტები აფასებენ. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, უბრალოდ თვითონ განცხადების გაკეთების ფაქტი აღმოჩნდა მოულოდნელი, ივანიშვილის პოზიცია კი ყველასთვის მანამდეც ცნობილი იყო. იმავე აზრს იზიარებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომლის განცხადებითაც, ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ ცხადყო, რომ სწორედ ივანიშვილი იყო დაინტერესებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენით.