13:11
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ექსპერტები - ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
26-10-2021

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“წელს ჩინეთში ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ეს არის ვირუსი, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება", - აღნიშნა პროფესორმა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორმა ტიის კუიკენმა.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, შტამი, რომელიც მანამდე ცირკულირებდა, როგორც ჩანს, შეიცვალა და შესაძლოა, ადამიანებისთვის უფრო მეტად გადამდები იყოს.

ჩინეთში წელს ფრინველის გრიპის, H5N6-ის ქვეტიპით 21 ადამიანი დაინფიცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით, როდესაც ინფიცირების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დადასტურდა, მნიშვნელოვანი ზრდაა.

ექსპერტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით ბევრად დაბალია, დაინფიცირების ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ვირუსს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

AutoPlay
დაღუპულია 3 ადამიანი - კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
ბელგიაში კოვიდშეზღუდვები მკაცრდება
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
შვეიცარიაში კოვიდ რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
კახა კალაძე სააკაშვილზე - კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაავადებათა გამოკვლევა ჩაუტარდათ
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები