ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ თუკი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურად აქტიური იქნება მან შეიძლება გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს და კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდეს. პოლიტოლოგები ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ თუ რომელ პარტიაში შეიძლება წავიდეს შს ყოფილი მინისტრი. ისინი ვარაუდობენ, რომ მერაბიშვილს ორ პარტიას შორის "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.